თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 9 ათას 572 ადამიანი დაავადდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 9 ათას 572 ადამიანი დაავადდა

1591002
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 9 ათას 572 ადამიანი დაავადდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 73 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 28 ათას 358 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 126 ათას 527 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 9 ათას 572 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 658 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 6 ათას 210 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 546 ათას 503-მდე გაიზარდა.

ამავდროულად განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ და აღნიშნა: ”ჩვენ ახლა გადავდივართ ისეთ პერიოდში, როდესაც პრიორიტეტულია გლობალური ეპიდემიის გავლენა სოციალურ ცხოვრებაზე და ნორმალიზება; ადგილობრივი გადაწყვეტილების პერიოდი.“ მინისტრმა კოჯამ სამეცნიერო საბჭოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე თქვა: "ვაქცინაციაში 8 მილიონ ადამიანს მივაღწიეთ, აქედან 1.5 მილიონი მეორე დოზაა. ვაქცინაციის გეგმაში პირველი ეტაპის დასასრულს ვუახლოვდებით.”



მსგავსი ინფორმაციები