თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა

5690 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1588651
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 28 138-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 118 816 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 623  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 8104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 78 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 646 526-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 529 450 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 5690 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები