თურქეთი: "შეშფოთებული ვართ სომალიში განვითარებული მოვლენების გამო"

თურქეთი: "შეშფოთებული ვართ სომალიში განვითარებული მოვლენების გამო"

1588393
თურქეთი: "შეშფოთებული ვართ სომალიში განვითარებული მოვლენების გამო"

თურქეთმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია სომალიში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული უთანხმოებით გამოწვეული მოვლენების გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომალის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: ”შეშფოთებული ვართ სომალიში ბოლო დღეებში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული უთანხმოებით გამოწვეული უარყოფითი მოვლენების გამო.”

განცხადებაში ყველა მხარეს მოუწოდებენ, იმოქმედონ საღი აზრით, თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა.

”მნიშვნელოვანია, რომ ფედერალური მთავრობა და რეგიონალური ადმინისტრაციის ლიდერები შეიკრიბონ და შეეცადონ პრობლემა გადაწყვიტონ მასშტაბური და კონსტრუქციული დიალოგით 2020 წლის 17 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.” - ნათქვამია განცხადებაში.

სომალის ოპოზიციონერმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა ხალხს 15 თებერვალს ქუჩებში გამოწვლისკენ მოუწოდეს, რათა გააპროტესტონ პრეზიდენტ მუჰამედ აბდულა ფერმაკუს 8 თებერვალს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად სავარძელში დარჩენა.

მთავრობამ, მაშინ, როდესაც ოპოზიცია მასობრივი დემონსტრაციებისათვის ემზადებოდა, 17 თებერვლიდან აკრძალა ყველა შეხვედრა და ღონისძიება იმ მიზეზით, რომ კორონავირუსის ახალი ტიპის შემთხვევები გაიზარდა, რამაც ქვეყანაში დაძაბულობა გაზარდა.

გუშინ, სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, მთავრობის უფლებამოსილთა ავტომობილებზე ბომბით მოწყობილი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #სომალი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები