თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

1585802
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 86 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 27 ათას 738 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 117 ათას 121 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 7 ათას 325 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 649 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 7 ათას 209 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 496 ათას 833-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში არნიშნა: ”ჩვენი სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად პროვინციების 4 ჯგუფად დაყოფით, მარტის დასაწყისიდან ვიწყებთ ეტაპობრივ ნორმალიზაციის პროცესს... ცოტა მეტი მოთმინებით და თავგანწირვით მივალთ ისეთ ადგილზე, სადაც ეს უბედურება შეიძლება საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.”
 



მსგავსი ინფორმაციები