ჩავუშოღლუსა და ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენტონი ბლინკენთან

1584290
ჩავუშოღლუსა და ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენტონი ბლინკენთან.

ამერიკელმა მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ჩარუშოღლუს თურქეთის 13 მოქალაქის გამო, რომლებიც გარაში მოკლეს და განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK-ს ეკისრება.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის დროს, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ჩავუშოღლუმ ბლინკენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მინისტრებმა ჩავუშოღლუმ და ბლინკენმა, ზოგიერთი რეგიოანლური საკითხი განიხილეს, როგორიცაა FETÖ, PKK/PYD, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, (თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი) S-400 (სარაკეტო თავდაცვის სისტემა), სირია და აიღო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეთანხმდნენ, აშშ-ის ახალ ხელისუფლებასთან ურთუერთ პატივისცემაზე დამყარებული ღია და გულწრფელი დიალოგის შექმნის საკითხზე და გამოითქვა უკმაყოფილება ბოლო დროს აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი მინისტრი უახლოეს დღეებში დღის წესრიგში შემავალ ყველა საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია: ”ბლინკენი და ჩავუშოღლუ, სირიის ომის პოლიტიკური მოგვარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხზე შეთანხმდნენ.“



მსგავსი ინფორმაციები