პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან

1579780
პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან.  

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განხილული იქნა გერმანიასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის განვითარების, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების თაოსნობთ რეგიონალური საკითხები.

ერდოღანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები პოზიტიური დღის წესრიგით განავითარონ და იმედი გამოთქვა, რომ მარტის სამიტამდე პროცესში კონტაქტები გახშირდება და ტექნიკური ხასიათის შეხვედრები ჩატარდება.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის თურქეთის მიმართ სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა ორივე მხარისთვის სასარგებლოა და რომ 18 მარტის შეთანხმების (არალეგალი მიგრანტების რეადმისიის სანაცვლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია) განახლებისთვის სამუშაოების რაც შეიძლება მალე დაწყებაა საჭირო.
პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვას პორტუგალიის როტაცული თავმჯდომარეობის დასრულებამდე ელოდებიან.



მსგავსი ინფორმაციები