თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 132 ადამიანი გარდაიცვალა

8803 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1572523
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 132 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 25 476-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 179 419 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 675  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 7489 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 132 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 449 839-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 331 314 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 8803 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, თურქეთში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე 1 მილიონ 554 ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინა. ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 75 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია დღეს დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები