ერდოღანმა TUBITAK-ის და TUBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა TUBITAK-ის და TUBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1573017
ერდოღანმა TUBITAK-ის და TUBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ადგილობრივი სამი ვაქცინის წარმოება, ფაზის შესწავლის სტადიაშია და მალე დაიწყება იგი.

ერდოღანმა ამის შესახებ ბეშთეფეს კულტურის და კონგრესის ცენტრში, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TUBA) დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის განათლების ყველა სფეროს და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პრეზიდენტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებიც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც თურქეთი, აშშ-ს და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყანაა,  ყველაზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით.  

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ 2025 წელს მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის მასპინძლობისთვის მზად არიან.


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #TUBA , #TUBITAK , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები