პრეზიდენტმა ერდოღანმა კოვიდ-19-ის პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი: „ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, ჩვენ, მისი სწრაფი შეძენის შესაძლებლობა მოგვცა“

1571488
პრეზიდენტმა ერდოღანმა კოვიდ-19-ის პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი  განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ გადადგმულმა ნაბიჯებმა მათ, ვაქცინის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივათ. ერდოღანმა ამის შესახებ, პრეზიდენტის სასახლეში სოციალური დანიშვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ, პანდემიის პერიოდში, ჩვენი ქვეყნის სოციალური დახმარების შესაძლებლობებიც გამოვცადეთ. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, რომელიც უახლოვდება 1 წელს, არანაირი სერიოზული ჯანდაცვის კრიზისი არ შეგვხვედრია. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა უზრუნველვყავით, სოციალური დახმარებების საფუძველზე, რომელმაც გადააჭარბა 46 მილიარდ ლირას. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი, მრავალი გულგასატეხი სცენები ვიხილეთ რა, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი უპრობლემოდ გადავლახეთ. ამის მთავარი მიზეზი კი, ის გახლავთ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით დროულად გადავდგით სწორი ნაბიჯები,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები