თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 6113 ადამიანი გამოჯანმრთელდა

153 ადამიანი გარდაიცვალა

1568705
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 6113 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 24 640-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ სოციალურ ქსელით Twitter-ით განაცხადა.

„ბოლო 24 საათში 165 109 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6289 შემთხვევა და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 743 ადამიანს. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 153 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 412 505-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 290 032 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 6113 პაციენტი გამოჯანმრთელდა“- ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები