თურქეთში 85 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროგრამა დღეს დაიწყება

თურქეთში 85 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროგრამა დღეს დაიწყება

1567975
თურქეთში 85 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროგრამა დღეს დაიწყება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 159 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 24 ათას 487 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 168 ათას 894 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 6 ათას 435 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 752 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 5 ათას 932 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 283 ათას 919-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 85 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროგრამა დღეს დაიწყება.

ქოჯამ სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე.“


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ვაქცინაცია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები