პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენ ვაგრძელებთ დიდი და ძლიერი თურქეთის შენებას“

პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენ ვაგრძელებთ დიდი და ძლიერი თურქეთის შენებას“

1567636
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენ ვაგრძელებთ დიდი და ძლიერი თურქეთის შენებას“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობას აგრძელებენ. მან ამის შესახებ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) საქარიის, იალოვას, ქირქლარელის, ედირნეს და ჩანაქკალეს პროვინციების კონგრესებზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მიწები, რომელზედაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ უკვე ათასი წელია, მიღწეული ყველა წარმატების უკან იმალება მილიონობით შრომა და ამაგი, მილიონობით გმირის სისხლი. ჩვენ ვიცით, რომ ათასი წლის შემდეგაც არიან ისეთები, ვინც ვერ ეგუება ჩვენს  ამ მიწებზე ცხოვრებას და ბევრს ხედავს. ძალიან ბევრნი არიან ისეთები ვინც თურქეთის დემოკრატიის და ეკონომიკური წარმატებების მიღწევის მიმართ თვალებს  ხუჭავენ, მაგრამ, ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ დიდი და ძლიერი თურქეთის შენებას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები