თურქული სოციალური ქსელი BiP-ი, მთელს მსოფლიოში ვრცელდება

მისი გამოყენება ინდონეზიელებმაც დაიწყეს

1566397
თურქული სოციალური ქსელი BiP-ი, მთელს მსოფლიოში ვრცელდება

ინდონეზიელებმა, სოციალურ ქსელ WhatsApp-ის მხრიდან კონფიდენციალურობის პრინციპების დარღვევის გამო, მისგან გამოსვლა და თურქეთის სოციალურ საკომუნიკაციო პლატფორმა BiP-ში გადასვლა დაიწყეს, რითაც ისინი დიდ სიამაყეს განიცდიან. თურქულ სოციალურ ქსელს უკეთესი ვიდეოგამოსახულების ფუნქცია გააჩნია, მასში შეიძლება ათას კაციანი ჯგუფების შექმნა და სხვადასხვა არხების გამოწერა. Google Play Store–ის 16 იანვრის მონაცემებით, BIP-ი უკვე მსოფლიოში გადმოწერილი იქნა 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მიერ. თურქული ქსელი მომხმარებელს სთავაზობს სასარგებლო ფუნქციების ფართო სპექტრს, მათ შორის მყისიერ თარგმანს მსოფლიოს 106 ენაზე, ვალუტის გაცვლით კურსს, უსაფრთხო პროგრამებს, ადვილად გამოსაყენებელ და უფასო კომუნიკაციას და ა.შ. გარდა ამისა BiP-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ერთდროულად გააკეთონ ვიდეო და აუდიო ზარები 10-მდე აბონენტთან



მსგავსი ინფორმაციები