დღეს თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა შესდგება

განიხილავენ ”ტექნიკური განცალკევების მეთოდებს“

1565863
დღეს თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა შესდგება

საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები დღეს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ე.წ. "განცალკევების მეთოდების"  განხილვის მიზნით ტექნიკურ დონეზე შეხვედრას ჩაატარებენ. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ნატოს გენერალურ მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში დღეს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციებს შორის ე.წ. ”ტექნიკური განცალკევების მეთოდების“ განხილვა მოხდება და შედეგები ნატოს გენერალურ მდივანს ეცნობება“



მსგავსი ინფორმაციები