თურქეთმა, ნორვეგიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს პროპაგანდის გამო განცხადება გააკეთა

თურქეთმა, ნორვეგიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს პროპაგანდის გამო განცხადება გააკეთა

1564105
თურქეთმა, ნორვეგიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს პროპაგანდის გამო განცხადება გააკეთა

თურქეთმა განცხადება გააკეთა ნორვეგიაში, დედაქალაქ ოსლოში, ჩატარებულ ღონისძიებაზე სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK / PYD / YPG-ს პროპაგანდის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ოსლოს მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიების ფარგლებში, ნებადართული იქნა ე.წ. ქალთა უფლებებთან დაკავშირებული ბანერის ჩამოკიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რომელიც ემსახურებოდა ტერორისტული ორგანიზაცია PKK / PYD / YPG-ს პროპაგანდას.”

განცხადებაში, დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, ოსლოს მერიის დაჟინებულ პოზიციას "სამაგალითო" უწოდეს.

„მათ შორის, ვინც PKK-ს ძალადობის შდეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ქალები არიან. ადამიანის უფლებათა ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ PKK / YPG არის ტერორისტული და კრიმინალური ორგანიზაცია მისი დანაშაულებებით, რომელშიც ბავშვების გატაცებაც შედის. ამის მაგალითია დიარბაქირელი დედების მოთმაც, რომელთა შვილებიც გაიტაცეს და იძულებით წაიყვანეს ტერორისტულ ორგანიზაციაში. PYD / YPG-ც, რომელიც  PKK-ს სირიის განშტოებაა, ასევე არის ქალთა ძალადობის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. ”-ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მოთხოვნილია ბოლო მოეღოს ტერორის პროპაგანდას და დამატებულია: ”შევახსენებთ მათ, ვინც ითმენს ტერორიზმს, რომ ეს დაავადება შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მათაც დაემართოს.”



მსგავსი ინფორმაციები