პრეზიდენტმა ერდოღანმა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთა

1564005
პრეზიდენტმა ერდოღანმა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 170 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 23 ათას 495 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 169 ათას 847 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 8 ათას 962 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 958 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 9 ათას 11 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 236 ათას 938-მდე გაიზარდა.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ -19-ის ვაქცინა გაიკეთა.

ერდოღანმა, სოციალურ ქსელ Telegram–ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: ”ვაქცინა მეც გავიკეთე.“

ვაქცინაციის პირველ დღეს, პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალიდან 285 ათას ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა. ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ერდოვაქცინა , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები