თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 173 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ვაქინაიის პროცესი დღეს იწყება

1563203
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 173 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 23 325-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 173 603 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 971 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 9554  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 173 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 355 839-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 227 927 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 9463 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, სოციალური ქსელით განცხადების გამკეთებელმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთის ფარმაცევტულ და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ (TİTCK) ქვეყანაში შემოტანილი ჩუნური ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა და ვაქცინაცია დღეს იწყება. პირველი ჩინური ვაქცინა „კორონავაკსი“ (CoronaVac) კი ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ გაიკეთა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები