პრეზიდენტი: "ჩვენი ქვეყნის 2023 წლის მიზნამდე მიყვანის გარეშე შეჩერება არამია"

პრეზიდენტი: "ჩვენი ქვეყნის 2023 წლის მიზნამდე მიყვანის გარეშე შეჩერება, წამის უქმად დაკარგვაც კი არამია"

1562999
პრეზიდენტი: "ჩვენი ქვეყნის 2023 წლის მიზნამდე მიყვანის გარეშე შეჩერება არამია"

პრეზიდენტი და "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" თავმჯდომარე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თავისი პარტიის რიგით მეშვიდე კირშეჰირის, ქირიქქალეს, იოზგათისა და სივასის პროვინციულ კონგრესებში, საპრეზიდენტიო კომპლექსიდან ჩაერთო.

მან სიტყვით გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ დღეს განაახლეს კონგრესები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო იყო შეჩერებული და განაცხადა, რომ 2023 წლის არჩევნებში ისინი წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში დიდი უმრავლესობით და კვლავ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.

”მანამდე სანამ ჩვენი ქვეყანა (თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100-ე წლისთავი) 2023 მიზნებს სრულად არ მიაღწევს, შეჩერება და თუნდაც ერთი წუთის დაკარგვაც კი არამია... ჩვენ ვერც ტერორისტული ორგანიზაციების ბოროტმოქმედება, ვერც მათი თამაშები, ვინც „კუდის წვით“ გვიტევს და ვერც ჩვენს წინ დაგებული ხაფანგები დაგვღლის... ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახეთ და მომავალშიც გადავლახავთ. ”-აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები