როდის დაიწყება თურქეთში ვაქცინაციის პროცესი?

როდის დაიწყება თურქეთში ვაქცინაციის პროცესი?

1561711
როდის დაიწყება თურქეთში ვაქცინაციის პროცესი?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ გუშინ, ახალი წლის პირველი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო მდგომარეობა იქნა განხილული რა, ასევე მიღებული რეგულაციებით გარდაცვლილთა და ახალი შემთხვევების კლებაზეც გაუსვა ხაზი.

ერდოღანმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთხელ ინდივიდუალური ჰიგიენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება  და დაამატა, რომ ჩინეთიდან ჩამოტანილი და შესაბამისი პროცედურების  გამვლელი ვაქცინის გამოყენება მიმდინარე კვირის ბოლოსკენ დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინაცია , #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები