პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

ერდოღანი: "ჩვენ წინააღმდეგი ვართ მაქსიმალისტურ რუქებზე ჩვენი ქვეყნის სანაპიროებით შემოფარგლვის მცდელობებისა."

1562165
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

დღეს პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, ჩანქაიას სასახლეში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა: „ჩვენ წინააღმდეგი ვართ მაქსიმალისტურ რუქებზე ჩვენი ქვეყნის სანაპიროებით შემოფარგლვის მცდელობებისა.“ მისივე თქმით, ზოგიერთი მხარე კავშირის სოლიდარობის ასამაღლებლად თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს ბოროტად იყენებს.

„ეს მიდგომა ჩვენს ღრმა ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ის ასევე ძირს უთხრის ევროკავშირის მისწრაფებას გახდეს რეგიონალური და გლობალური ძალა. ჩვენ უნდა გადავაქციოთ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა კონკურენტული სფეროდან თანამშრომლობის აუზად, რომელიც ემსახურება ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს. ევროკავშირს ასევე შეუძლია კვიპროსის საკითხის მოგვარებაში შეიტანოს თავისი წვლილი. თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მონაწილეობის გარეშე ხმელთაშუაზღვის რეგიონში სიტუაციის დარეგულირება შეუძლებელია. უკვე დროა, კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით წარმოებული წარუმატებელი მოლაპარაკებები გვერდზე გადავდოთ და განვიხილოთ ახალი და რეალისტური ალტერნატივები. გარდა იმისა, ევროპაში მცხოვრები თითქმის 6 მილიონი ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ისლამოფობია, დიდ შავ ხვრელად იქცა ევროპული ფასეულობების თვალსაზრისით. რაც შეეხება, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობას, ჩვენ მზად ვართ დავადგინოთ პოზიტიური დღის წესრიგი გრძელვადიანი პერსპექტივით და დავუბრუნოთ ურთიერთობების სწორ გზას. ასევე მინდა განვაცხადო, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული წარმოების ვაქცინა შესაბამის პროცედურებს წარმატებით გაივლის, როგორც ჩვენი მოქალაქეებს ასევე კაცობრიობას შევთავაზებთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები