მინისტრთა კაბინეტი დღეს შეიკრიბება

მინისტრთა კაბინეტი დღეს შეიკრიბება

2020871
მინისტრთა კაბინეტი დღეს შეიკრიბება

დღეს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება. შეხვედრაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად განიხილავენ.

პუტინის ვიზიტი თურქეთში

საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში.

შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იქნება სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი.

განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინების მცდელობები.

პროვოკაციული ქმედებები ევროპაში

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილება დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში წმინდა ყურანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები.

შეფასდება ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მახინჯი ქმედებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანს.

ბოლო მოვლენები ეკონომიკაში

მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური მოვლენები და ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაწეული სამუშაოებიც დეტალურად იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები