თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 8211 ადამიანი გამოჯანმრთელდა

194 ადამიანი გარდაიცვალა

1559559
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 8211 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 22 264-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 183 003 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1370 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 12 171  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 194 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 296 102-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 172 251 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 8211 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, 2021 წლის პირველი კოვიდ-19-ის სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მინისტ, ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ვაქცინების უსაფრთხოების ტესტების დასრულების შემდეგ,  საგანგებო გამოყენების ნებართვას გასცემენ.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები