თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 186 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 9894 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1560170
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 186 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 22 450-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 184 193 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1291 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 11 479  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 186 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 307 581-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 182 145 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 9894 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები