პრეზიდენტმა ერდოღანმა კაპიტოლიუმზე შტურმი შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა პარასკევის ლოცვის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1559995
პრეზიდენტმა ერდოღანმა კაპიტოლიუმზე შტურმი შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როდესაც საკითხი დემოკრატიას ეხება, დემოკრატიის ფუძედ მიჩნევენ თავს. ის რაც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს მოხდა, მსოფლიო შეძრა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში პარასკევის (ჯუმა) ლოცვის შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ერდოღანმა, 6 იანვარს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის გამარჯვების შედეგების დამტკეცის დროს, დონალდ ტრამპის მომხრეების მხრიდან კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმი შეაფასა და დაღნიშნა, რომ ‘დემოკრატიის აკვანად’ აღიარებულ ამერიკაში რაც მოხდა,  მთელი მსოფლიო შეძრა. პრეზიდენტმა 2013 წელს თურქეთში გეზი პარკის მოვლენების დროს და 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს და ახლა კაპიტოლიუმის შტურმის დროს ამერიკული მედიის დამოკიდებულებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, დემოკრატიის სირცხვილია. პრეზიდენტმა ასევ იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენი მშვიდობიან გარემოში შეძლებს სავარძლის გადაბარებას და ამერიკაში მშვიდობა დაისადგურებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურის ქვეყნების მხრიდან, კატარის მიმართ 2017 წელს შემოღებული ემბარგოს დასრულებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიესალმებიან ამ ფაქტს და ძალიან სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

მან ბოლოს, კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა: „პირველ ეტაპზე ჩინეთიდან 3 მილიონი დოზა ვაქცინა იქნა შემოტანილი რა, ეს  50 მილიონამდე გაიზრდება. კოვიდის პანდემია ეს ჩვეულებრივ სხვა დაავადებებისგან განსხვავდება და შეიძლება ითქვას, რომ იგი, საუკუნის პანდემიაა. ამიტომ, ჩვენ როგორ მთავრობა, მოსახლეობის მისგან დასაცავად ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის უბედურება.“



მსგავსი ინფორმაციები