ფაჰრეთთინ ქოჯა ჰანს კლუგეს ვიდეოკონფრენციის მეთოდით ესაუბრა

ფაჰრეთთინ ქოჯა ჰანს კლუგეს ვიდეოკონფრენციის მეთოდით ესაუბრა

1559678
ფაჰრეთთინ ქოჯა ჰანს კლუგეს ვიდეოკონფრენციის მეთოდით ესაუბრა
hans kluge.jpg

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრ ფაჰრეთთინ ქოჯამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს ვიდეოკონფრენციის მეთოდით ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) არსებული ბოლო მდგომარეობა და ვაქცინების კვლევები. ჰანს კლუგემ საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების და კონკრეტულად, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიაზე ბრძოლის მიზნით უდავოდ სანაქებოა. მან ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანმო როგორც სხვა ყველა ქვეყანას, თურქეთის მიერ საკითხთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებსაც ახლოდან აკვირდება და დეტალურად სწავლობს. ჰანს კლუგემ თურქეთს გაწეული სამუშაოებისთვი მადლობაც გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #ჰანს კლუგე , #ფაჰრეთთინ ქოჯა

მსგავსი ინფორმაციები