აიდინში 72 ჩანაქკალეში 53  ბალიქესირში კი 37 მიგრანტი გადაარჩინეს

აიდინში 72 ჩანაქკალეში 53  ბალიქესირში კი 37 მიგრანტი გადაარჩინეს

1551966
აიდინში 72 ჩანაქკალეში 53  ბალიქესირში კი 37 მიგრანტი გადაარჩინეს

აიდინის ქუშადასის რაიონში, 72 თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში დაბრუნება აიძულეს,  სანაპირო დაცვის სამსახურებმა  იხსნეს და  დახრჩობისგან გადაარჩინეს. მიგრანტები შესაბამისი პროცედურების შემდეგ რეგიონის საემიგრაციო სამმართველოში გადაიყვანეს.

მეორეს, მხრივ, თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, ჩანაქკალეს  ოლქის აივაჯიქის  რაიონის ღია წყლებში ის 53  მიგრანტი გამოიხსნეს, რომლებიც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ არ მიიღო და ძალის გამოყენებით, თურქეთის ტერიტორიულ  წყლებში დაბრუნება აიძულეს. მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ცდილობდნენ გადასვლას.

მიგრანტები შესაბამისი პროცედურების შემდეგ რეგიონის საემიგრაციო სამმართველოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოერაცია განხორციელდა ბალიქესირშიც რა დროსაც 37 მიგრანტის გადარჩება მოხერხდა და დახრჩობისგან გადარჩენილ იქნენ.



მსგავსი ინფორმაციები