ერდოღან-ალ-ქაზიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-ალ-ქაზიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

1547532
ერდოღან-ალ-ქაზიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არც თურქეთის, არც ერაყის და არც სირიის მომავალში სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაციებს ადგილი არ აქვთ. პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზიმისთა გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ერაყის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება და თანადგომა გავუწიოთ ერაყს საჭირო რეკონსტრუქციის ფარგლებში. ბატონ ქაზიმთან ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ ერთად ვებრძოლოთ ჩვენ საერთო მტრებს, როგორებიც არიან DEAŞ, PKK და FETÖ.  ჩვენ ერაყელ ხალხს განურჩევლად წარმომავლობისა და რწმენისა, ყველას მოძმედ მივიჩნევთ. არც თურქეთის, არც ერაყის და არც სირიის მომავალში სეპარატისტებს ადგილი არ აქვთ და  არც უნდა ჰქონდეთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან პრესკონფერენციის დროს ისიც დასძინა, რომ უახლოეს ხანებში ერაყში ჩასვლას გეგმავს რა, ორ ქვეყანას შორის  მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრის ჩატარებას ამ ქვეყანაში აპირებენ.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მუსტაფა ალ-ქაზიმიმ განაცხადა: „თურქეთი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი,  ახლო აღმოსავლეთშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ერაყი, თურქეთის მიმართ საფრთხის შემცველ ფორმირებების ბინადრობას ვერ შეეგუება. ჩვენს ქვეყანაში DEAŞ-ის მხრიდან განადგურებულ ყველა სტრუქტურის თურქეთთან თანამშრომლობის საფუძველზე აღდგენა გვსურს.“
 



მსგავსი ინფორმაციები