ერდოღან-თათარის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-თათარის ერთობლივი პრესკონფერენცია

1516443
ერდოღან-თათარის ერთობლივი პრესკონფერენცია

გუშინ, თურქეთს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ერსინ თათარი სტუმრობდა. ანკარაში, ერსინ თათარს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ცერემონიით დახვდა. ცერემონიის შემდეგ ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, რა დროსაც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის იყო და იქნება კვიპრისის საკითხის ხანგრძლივი მოგვარების მომხრე. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამჟამინდელ მდგომარეობასაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მიზეზი, 2003 წლიდან მოყოლებული კუნძულის ბერძნული მხარის და საბერძნეთის ურთიერთობა გახლავთ. მან თათარს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და პირობა მისცა, რომ ყოველთვის დაიცავენ კვიპროსელი თურქების უფლებებს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ 15 ნოემბერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვევა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ჩკთრ-ს პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არავის უფლებებზე არ გვიჭირავს თვალი, მაგრამ, ჩვენი ხალხისა და ერის უფლებებისა და კანონების დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ“.



მსგავსი ინფორმაციები