აქტუალური თემის ანალიზი 42

თურქეთის რუსული პოლიტიკა

1510114
აქტუალური თემის ანალიზი 42

 

რუსეთი, როგორც მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე ეკონომიკური და სამხედრო თალსაზრისით, ყოველთვის მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენდა და წარმოადგენს თურქეთისთვის. თუ ჩვენ გადავხედავთ უახლოეს ისტორიას, დავინახავთ, რომ დასავლეთის ბლოკში მყოფი თურქეთი, რუსეთის მხრიდან რეგიონისადმი მიმართული ცივი ომის კონტექსტში წარმოებულ პოლიტიკაში ერთის მხრივ კონკურენტულ მიდგომას იჩენს, ხოლო მეორეს მხრივ გავლენის სფეროებისთვისაც იბრძვის. ეს მიდგომა კი ყველაზე ნათლად გამონდა 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ნატოს წევრმა თურქეთმა, იმის გამო, რომ ევროპამ და ამერიკამ ფეტულლაჰ გულენის მხარე დაიჭირეს, ამიტომაც პროდასავლური პოლიტიკა შეიცვალა და მას შემდეგ იგი რუსეთთან არსებულ ურთიერთობებს, დასავლეთისა და მზარდი ჩინეთის წინააღმდეგ პოზიციონირებს როგორც წონასწორობის ელემენტი.  ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობამ, რადიკალურად შეცვალა ანკარის საგარეო პოლიტიკის მიდგომები და მიმართულებები. მართლაც, თუ გადავხედავთ თურქეთის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებულ პოლიტიკას და მის ფარგლებში ისრაელისადმი მიდგომას, გეზის ანტისამთავრობო მოვლენებს, ფეტოელებისადმი დასავლეთის მხარდაჭერას, სირიასთან ურთიერთობებს, მრავალ საკითხში უთანხმოებებს აშშ-თან და სხვა, დავინახავთ, რომ ამ მოვლენებმა მეტად უარყოფითი როლი შეასრულეს თურქეთ-დასავლეთის სამოკავშირეო და საპარტნიორო ურთიერთობებში. ყველა ხედავს, რომ თურქეთი უკვე წარმოადგენს ეკო/პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მზარდ სახელმწიფოს, რომელიც უკვე საკუთარ, ე.ი. დასავლეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, მოქმედებს თავისი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთან უკვე მეტად ამბიციურ ქვეყანასაც წარმოადგენს თუნდაც რეგიონში, რასაც ადვილად ვერ ეგუება და ვერ ინელებს დასავლეთი

როგორც ზემოთაც გითხარით, ამ ყველაფერს სათავე დაუდო ფეტოს პუტჩის მცდელობისადმი დასავლეთის დაუფარავმა მხარდაჭერამ, რამაც პირველი ძლიერი ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია დასავლეთსა და თურქეთს შორის. ამის კვალდაკვალ, ანკარამ საგარეო ურთიერთობებში ალტერნატივის და ბალანსირებული პოლიტიკის ძებნა დაიწყო რა, ჯერ რუსეთთან და შემდეგ ჩინეთთან დაიწყო დაახლოება, რამაც თურქეთის პოზიციების გაძლიერება გამოიწვია.  

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, ასტანის პროცესის და ლიბიასა და სხვა კონფლიქტის ზონებში მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარე პარტნიორობის გარდა, თავდაცვის ინდუსტრიისა და ბირთვულ ენერგიაში ურთიერთთანამშრომლობების მნიშვნელოვანი თემები გახდა. ორ ქვეყანას შორის ახლად ჩამოყალიბებული კარგი და მეგობრული ურთიერთობები, ძირითადად მიზნად ისახავს და გულისხმობს აშშ-ის მოქმედებებზე, კონკრეტულად კი მისი ცალმხრივი სანქციის პოლიტიკის მიმართ ერთობლივი მკაცრი  რეაგირება და სათანადო პასუხის გაცემა.

რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით ნაადრევია და შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის სრულ ალიანსზე ან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ანკარასა და მოსკოვს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები გააჩნიათ სირიასა და ლიბიაში. გარდა ამისა, ანკარაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის შეხედულება "ქურთულ საკითხზე".

მაგრამ, ყველა ამ გამოწვევის მიუხედავად, დასავლური სამყაროს საფრთხე აიძულებს ორ ქვეყანას ერთად იმოქმედონ. თურქეთის თვალსაზრისით ურთიერთობების ეს ახალი ქსელი რუსეთთან და ჩინეთთან, არ შეიძლება დასავლეთთან მიმართებაში ალტერნატიულ ღერძის შეცვლად ჩაითვალოს. პირიქით, თურქეთის მხრიდან კონიუნქტურული თვალსაზრისით აღმოსავლეთ-დასავლეთის ბალანსის დადგენა, უნდა განიხილებოდეს როგორც ახალი წონასწორობა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და გაზრდას, წერს SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები