პრეზიდენტმა მისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა მისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1508965
პრეზიდენტმა მისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნულ მხარისათვის დამსახურებული პასუხის გაცემას ველზე გააგრძელებს.

ერდოღანი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (საპარლამენტო) ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ არ არსებობს არც ერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთისა და კვიპროსელი თურქების უფლებებს არ ითვალისწინებს და დაამატა: "ჩვენი ფლოტი უზრუნველყოფს გემ „იავუზის“ უსაფრთხოებას. სეისმური კვლევითი გემი „ორუჩ რეისი“ ასევე დაუბრუნდა თავის მისიას ხმელთაშუა ზღვაში. „ბარბაროსი“ განაგრძობს მუშაობას ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ გავაგრძელებთ დამსახურებული პასუხის გაცემას ველზე საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნული მხარისათვის, რომლებიც არ ასრულებენ ევროკავშირისა და ნატოს პლატფორმებზე გაკეთებულ დაპირებებს. „კანუნი“ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაემგზავრება შავ ზღვაში მისიის შეასრულებლად. სასიხარულო ინფორმაციებს გემ „კანუნისგანაც“ ველოდებით.“

აზერბაიჯანზე სომხეთის თავდასხმებზე ერდოღანმა დასძინა: ”მინსკის სამეული ისევ დროის გაყვანის ტაქტიკით ამ საქმეს გვერდს უვლის. თუ მსოფლიოში არსებობს ადამიანის უფლებები, თუ არსებობს დემოკრატია და თქვენ 30 წლის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება გევალებათ მინსკის ჯგუფში, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, დრო კი არ უნდა გაიყვანოთ, ეს მოლაპარაკებები უნდა დაასრულოთ და ტერიტორიები მის მფლობელებს გადასცეთ. ჩვენ მზად ვართ ყველა სახის მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს. ისევ დავუჭერთ მათ მხარს. რატომ არ საუბრობთ მინსკის სამეულის წევრების მხარდაჭერაზე? ამდენი იარაღი შემოდის რუსეთიდან და ასევე საფრანგეთიდან. რატომ არ საუბრობთ ამაზე?"

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ დახურული მარაშის რეგიონის გახსნა კვიპროსისთვის ისტორიული გარდატეხის წერტილია და დაამატა: "მარაშის დახურული ტერიტორია ეკუთვნის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქებს. ეს ასე უნდა იყოს ცნობილი.“



მსგავსი ინფორმაციები