პრეზიდენტი ერდოღანი ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლეიენს ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლეიენს ესაუბრა

1496295
პრეზიდენტი ერდოღანი ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლეიენს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, შეხვედრა, სადაც თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს, დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა შეხვედრაზე მიანიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხის საფუძველზე საბერძნეთსა და კვიპროსის ბერძნული მხარის მაქსიმალისტური პრეტენზიებით თურქეთისა და კვიპროსელი თურქების უფლებების იგნორირების მცდელობას აქვს ადგილი.

ერდოღანის თქმით, თურქეთი, რომელიც თავიდანვე პრობლემის გადასაჭრელად დიალოგის მომხრე იყო, მზად არის საბერძნეთთან წინასწარი მოლაპარაკებებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიისთვის მიცემულ შესაძლებლობას, საბერძნეთი, როგორც მანამდე, ფუჭად არ გამოიყენებს.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი-ევროკავშირის 18 მარტის (მიგრანტების) შეთანხმების განახლება, საბაჟო კავშირის განახლება და (თურქეთის მოქალაქეებისთვის) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები, მყარ საფუძველს შექმნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება მიგრანტთა საკითხში სამართლიანად ტვირთის და პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიკვლიოს საბერძნეთისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მიერ (მიგრანტების) უკან ბიძგებით განხორციელებული დარღვევები.



მსგავსი ინფორმაციები