ჩავუშოღლუ ვენესუელას ეწვია

ჩავუშოღლუ ვენესუელას ეწვია

1475312
ჩავუშოღლუ ვენესუელას ეწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ, ვენსესუელაში თავის  კოლეგა, ჟორჟ არარეზასთან შეხვედრის დროს სავაჭრო, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის და სხვა მრავალი საკითხები განიხილა.  შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც თურქმა დიპლომატმა განაცხადა: „კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო. გასულ წელს, ჩვენი ქვეყნიდან ორი ექიმი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით ამ ქვეყანას ეწვივნენ რა დროსაც, ვენესუელაში არსებული ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს. თურქეთმა ამ ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში სერიოზული მხარდაჭერა გაუწია, რითაც მართლაც და ვამაყობთ. ჟორჟ არარეზასთან შეხვედრის დროს  ორ ქვეყანს შორის სავაჭრო, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის და სხვა  მრავალ საკითხში თანამშრომლობა განვიხიეთ. ასევ განხილულ იქნა თურქეთის კერძო სექტორის ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების თემაც. მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექვსჯერ გაიზარდა. თურქეთის ავიახაზებს (THY) კარაკასის მიმართულების ფრენების დაწყება ისევს სურს“. ჩავუშოღლუმ ვენესუელაში ვიზიტის დროს ქვეყნის პრეზიდენტ,  ნიკოლას მადუროსაც შეხვდა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვები გადასცა.


საკვანძო სიტყვები: #ვენესუელა , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები