თურქეთმა ივლისში, წიგნების გამოცემაში რეკორდი დაამყარა

მარტო ივლისში, 60 მილიონზე მეტი წიგნი გამოიცა

1464965
თურქეთმა ივლისში, წიგნების გამოცემაში რეკორდი დაამყარა

 

თურქეთის გამომცემლობებში ივლისის თვეში მთლიანობაში 60 მილიონ 637 ათას 920 წიგნი გამოიცა, რაც ამ თვის ყველაზე დროის უდიდესი რეკორდია. ათასამდე გამომცემლობის შემავალი ოთხი პროფესიული ასოციაციის ფედერაციის (YAYFED) თავჯდომარის, მუნირ  უსტინის განცხადებით, წიგნის გამოცემის რაოდენობაში, ივლისის თვეში  ყველა დროის რეკორდი დაამყარეს. მისივე თქმით, წიგნის საგამომცემლო სამყაროში თურქეთს ამჟამად მე-16 ადგილი უკავია, ხოლო ახალი სახელმძღვანელოების გამოცემით კი მეექვსე. "ჩვენ უკვე გავუსწარით იტალიას, ხოლო საფრანგეთთან კი დინამიური შეჯიბრი გვაქვს," განაცხადა უსტინმა და დაამატა, რომ 29 ივლისამდე  გამოქვეყნებული წიგნების რაოდენობამ 60 მილიონ 637 ათას 920 ცალს მიაღწია. “ამ რეკორდში კი თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს გამომცემლებმა, მწერლებმა, მკითხველებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, მოკლედ საზოგადოების ყველა სეგმენტმა და იმედი გვაქვს, რომ გამომცემლობის ამ დონეს ბოლომდე შევინარჩუნებთ და უკეთეს ადგილებზე გადავალთ“, ხაზგასმით აღნიშნა უსტინმა



მსგავსი ინფორმაციები