ერდოღანი: „ეზანზე, დროშაზე და სამშობლოზე ხელის გაწვდენის უფლებას არავის მივცემთ“

ერდოღანი: „ეზანზე, დროშაზე და სამშობლოზე ხელის გაწვდენის უფლებას არავის მივცემთ“

1462817
ერდოღანი: „ეზანზე, დროშაზე და სამშობლოზე ხელის გაწვდენის უფლებას არავის მივცემთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეზანზე, დროშაზე და სამშობლოზე ხელის გაწვდენის უფლებას არავის მისცემენ. პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ,  მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით თურქეთს ყველა სფეროში საკუთარი ძალა გააჩნია.

„ჩვენ არავის სიმდიდრეზე და  ტერიტორიებზე თვალი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი სურვილი, საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვაა. საკითხები, რომების მოგვარებაც  მოლაპარაკებების მეთოდით არის შესაძლებელი, მაგრამ ზოგიერთები ჩვენს გარიყვას ცდილობენ,  მათ  უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს შესაბამისად ვუპასუხებთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწოფოებსა და ერებს შორის ბრძოლის წესები შეიცვალა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ როგორც პოლიტიკურად ასევე სამხედრო და სხვა მრავალმხრივ სფეროში საკუთარ თავს ვაახლებთ და როგორ მაგიდის ირგვლივ, ასევე პრაქტიკაშიც შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ.

რაც შეეხება, აია-სოფიას ხელმეოდერ მეჩეთად გადაკეთების საკითხს, ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. მიგვაჩნია, რომ აია-სოფიას როგორც ჩვეულებრივ მუზეუმად კი არა, არამედ, იმ მიზნით გამოყენება,  რა მიზნითაც აშენდა, უფრო უკეთესი იქნება. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეზანზე, დროშაზე და სამშობლოზე ხელის გაწვდენის უფლებას არავის მივცემთ. ძლიერი და დიდი თურქეთის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს ვაკეთებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  


საკვანძო სიტყვები: #სამშობლო , #დროშა , #ეზანი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები