ევროკავშირში თანამდებობრივი ცვლილებები განხორციელდა

თურქეთის წარმომადგენლობის უფროსი მაიერ-ლანდრუტი გახდა

1436970
ევროკავშირში თანამდებობრივი ცვლილებები განხორციელდა

ევროკავშირმა, თურქეთის წარმომადგენლობის უფროსად, კრისტიან ბერგერის ნაცვლად, ნიკოლას მაიერ-ლანდრუტი დანიშნა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა სამსახურში მაღალი დონის ახალი დანიშვნები წერილობითი განცხადებით გამოაცხადა. ამ ახალი დანიშვნით, თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ამჟამინდელი უფროსი ბერგერი, ეგვიპტის დელეგაციის უფროსად დაინიშნა, ხოლო მის ნაცვლად კი თურქეთის წარმომადგენლობის უფროსად, გერმანიის ყოფილი ელჩი პარიზში, ნიკოლას მაიერ-ლანდროუტი დაინიშნა. იგი 2006-2015 წლებში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრჩეველი იყო და ცნობილია როგორც გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატი



მსგავსი ინფორმაციები