ერდოღანი: „ნორმალიზაციით  წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი გამოცოხლდა“

ერდოღანი: „ნორმალიზაციით  წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი გამოცოხლდა“

1435687
ერდოღანი: „ნორმალიზაციით  წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი გამოცოხლდა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული ნორმალიზაციის ზომების  ფარგლებში ქვეყანაში წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი გამოცოხლდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, ვიდეოკონფერენციის  მეთოდით გამართულ, მე-12 საერთაშორისო ისლამური ეკონომიკისა და ფინანსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ამ პროცესში, ჩვენ დავინახეთ, რომ ეკონომიკურად ძლიერი  ქვეყნები ვერ ახერხებენ მინიმალური ჯანმრთელობის დაცვას, ისინი  მათ მოქალაქეებს პირბადეებით  უზრუნველყოფასაც კი ვერ ახერხებდნენ. ჩვენ,  ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა,  მსოფლიოს 125 ქვეყანასაც გავუწიეთ  სამედიცინო დახმარება. 2020 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, 4,5%-ით გაიზარდა. მას შემდეგ რაც ჩვენმა მთავრობამ ნორმალიზაციის ახალი ზომები შემოიღო, ქვეყანაში წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმიც  გამოცოხლდა. ჩვენ მიზნად ვისახავთ  სტამბული, რომელიც  კონტინენტებისა და კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს, ისლამური ფინანსებისა და ეკონომიკის ცენტრად გადავაქციოთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა, მე-12 საერთაშორისო ისლამური ეკონომიკისა და ფინანსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.



მსგავსი ინფორმაციები