სანაპირო დაცვის ეკიპაჟებმა მიგრანტები იხსნეს

42 ლტოლვილს ბერძნებმა თურქეთის ღია წყლებში დაბრუნება აიძულეს

1434586
სანაპირო დაცვის ეკიპაჟებმა მიგრანტები იხსნეს

იზმირის ფოჩას რაიონში, 42 თავშესაფრის მაძიებელი, რომლებსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში დაბრუნება აიძულეს, თურქებმა  იხსნეს და უეჭველი დახრჩობისგან გადაარჩინეს. “თურქეთის სანაპირო დაცვის ეკიპაჟები, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გააგზავნეს შემთხვევის ადგილზე და გასაბერ ნავში მყოფი 42 მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებზე და აქედან ევროპაში გადასვლას აპირებდნენ, ბერძენმა ეკიპაჟებმა ასლან ბუმუს მახლობლად თურქეთის ღია წყლებში დაბრუნება აიძულეს და ისინი თურქმა ეკიპაჟებმა გადაარჩინეს“, აღნიშნულია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები