თურქებმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი გადაარჩინეს

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ უარი თქვა მათ მიღებაზე

1427664
თურქებმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი გადაარჩინეს

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, იზმირის ოლქის დიქილის რაიონის ღია წყლებში ის 45 ლტოლვილი გამოიხსნეს, რომლებიც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ არ მიიღო და ძალის გამოყენებით, მათ თურქეთის სახმელეთო წყლებში დაბრუნება აიძულეს. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათმა თანამშრომლებმა დიქილის რაიონში შეტყობინება მიიღეს გასაბერი ნავით სავსე მიგრანტთა შესახებ და სასწრაფოდ გაემართნენ რა შემთხვევის ადგილს, ნავზე მყოფი 45 მიგრანტი გადაარჩინეს. ამავე ინფორმაციით, 45 თავშესაფრის მაძიებელს შორის 26 სირიის, 5 სომალის, 4 გამბიის, 3 კონგოს, 3 ერითრეას, 2 სენეგალის, მავრიტანიის და გვინეას მოქალაქეები აღმოჩნდნენ რა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც მრავლად იყვნენ და ისინი დიქილის ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები