თურქეთის სანაპირო დაცვამ 72 მიგრანტი გადაარჩინა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, მათ თურქეთის წყლებში დაბრუნება აიძულათ

1423565
თურქეთის სანაპირო დაცვამ 72 მიგრანტი გადაარჩინა

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, იზმირის ფოჩას რაიონის მიმდებარე ეგეოსის ზღვის ღია წყლებში ის 72 თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებსაც, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, თურქეთის სახმელეთო წყლებში დაბრუნება აიძულათ. იზმირის ჟანდარმერიის პრეს სამსახურის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავისი თანამშრომლები რეგიონში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გააგზავნა და მათ, 4 გასაბერ ნავში მყოფი არალეგალი მიგრანტების გადარჩენა შესძლეს. ამავე ინფორმაციით, გადარჩენილთა ჯგუფში 34 ლტოლვილი ავღანეთის, 18 კონგოს, 12 აფრიკის, 6 გვინეას და 2 პაკისტანის მოქალაქეებს წარმოადგენენ რა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც მრავლად არიან და ისინი ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები