თურქები დღეს, 21:00 საათზე აივნებზე გამოვლენ
ისინი, სახელმწიფო ჰიმნს პირდაპირ ეთერში აივნებიდან ერთდროულად იმღერებენ
თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) გახსნის მე-100 საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიები, კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეიზღუდა, თუმცა, თურქი ხალხის სიყვარული და ენთუზიაზმი ამ დღისადმი, სახლის აივნებზე გავრცელდება. მის ფარგლებში, დღეს საღამოს, თურქეთის დროით 21:00 საათზე, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი თავისი სახლის აივნიდან დაიწყებს თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას და მას აჰყვება რა მთელი თურქი ხალხი, მის ფარგლებში მილიონობით ადამიანი გამოვა აივნებზე და ერდოღანთან ერთად შეასრულებენ ჰიმნს. თურქეთის სახელმწიფო და კერძო ტელე-არხები და რადიოები, პირდაპირ ეთერში მოახდენენ ამ ფართომასშტაბიანი მოვლენის ტრანსლაციას
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება