ანკარა, ჯერ კიდევ  უცხოეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს

სულ, 59 ქვეყნიდან 25 ათასამდე კაცს ჩამოიყვანენ

1399992
ანკარა, ჯერ კიდევ  უცხოეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ანკარა, ყველა თავისი მოქალაქის გვერდით დგას, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება იგი. მისივე თქმით, პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მითითებით, რამაზანის, ე.ი. მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით თურქეთი, 59 ქვეყნიდან დაახლოებით 25 ათას მოქალაქეს სამშობლოში ჩამოიყვანს და ამისათვის ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. ”ახლა, ჩვენი პრეზიდენტის მითითებით დავიწყეთ ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რათა 59 ქვეყნიდან დაახლოებით 25 ათასი თურქი მოქალაქე სამშობლოში ჩამოვიყვანოთ და  მათ მშობლიურ კერებში გაატარონ 1 თვიანი მარხვაც და შემდეგ რამაზან ბაირამობაც“, ხაზგასმით აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი



მსგავსი ინფორმაციები