„თურქული ნაკადი“ ექსპლუატაციაში ჩაიშვა

„თურქული ნაკადი“ ექსპლუატაციაში ჩაიშვა

1337245
„თურქული ნაკადი“ ექსპლუატაციაში ჩაიშვა
Türkakim acilis.jpg
putin Turkakim.jpg
putin-erdogan Turkakim.jpg
erdogan Turkakim.jpg

ბუნებრივი აირის მილსადენის „თურქული ნაკადი“-ს, რომლითაც რუსული გაზი თურქეთის გავლით ევროპაში ჩავა, ექსპლუატაციის  ცერემონია დღეს სტამბოლში გაიმართა. ექსპლუატაციაში ჩაშვების ცერემონიას,  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სერბეთის   პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვიც ესწრებოდნენ.  ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „თურქული ნაკადი-ს პროექტი, ჩვენი რუსი მეგობრების მიერ დიდი გარჯის შედეგად შემუშავებული პროექტი გახლავთ, რომელიც როგორც ორმხრივი ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თურქული ნაკადი-ს თითოეული ხაზის სიმძლავრე წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრი, ე.ი. მთლიანობაში 31.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება და აქედან ნახევარი თურქეთის  მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. ჩვენ, რუსეთთან როგორც ენერგეტიკის ასევე სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მრავალი დაბრკოლება ერთობლივად გადავლახეთ,“ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და დაამატა: „ჩვენ როგორც თურქეთი, რეგიონში დაძაბულობის წარმოქმნის მომხრენი არ ვართ და არც არასოდეს ვყოფილვართ. მაშინ როდესაც, ჩვენ რეგიონში ომის ხმები ისმის, ჩვენ ყოველთვის დიპლომატიური მიდგომის მომხრენი ვიყავით და ასე გავაგრძელებთ სამომავლოდაც. არავის აქვს უფლება, პირველ რიგში ერაყი და შემდეგ მთლიანი რეგიონი ახალ ცეცხლის ალში გაახვიოს, ამისათვის კი  ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ რათა, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, სპარსეთის ყურეში და სხვა ნებისმიერ რეგიონში ომის ფაქტები თავიდან ავიცილოთ“. თურქული ნაკადის ექსპლუატაციაში ჩაშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც და  აღნიშნა: „მიუხედავად მრავალი დაბრკოლებების მცდელობისა, თურქეთთან ერთად ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტის დასრულება შევძელით.  მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში არსებობს დაძაბულობის ზრდის ტენდენციები, თურქეთს და რუსეთს სულ სხვა ტენდენციები გააჩნიათ“.



მსგავსი ინფორმაციები