ქურთი ტერორისტები პანიკამ მოიცვა

ისინი თურქ ჯარებს ნებდებიან

1331563
ქურთი ტერორისტები პანიკამ მოიცვა

 

თურქი ჯარების მიერ ქურთული ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რამაც სეპარატისტებს შორის დიდი პანიკა გამოიწვია და ამიტომ ზოგიერთი სეპარატისტი დანებებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, გუშინ, ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრი 4 სეპარატისტი, ხოლო კიდევ ერთი კი თურქეთის სილოპის რაიონის ქიზილთეფეს დასახლებიდან გამოიქცნენ და ჩაბარდნენ თურქ ძალოვანებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: “ქურთული ტერ ორგანიზაციის დაშლა გრძელდება, მის ფარგლებში PKK-ს 4 წევრი გამოიქცა ერაყის და სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ბანაკებიდან და იარაღიანად დანებდნენ თურქ ჯარებს, ხოლო კიდევ 1 სეპარატისტი კი ქვეყნის შიგნით, კონკრეტულად კი სილოპის რაიონის ქიზილთეფეში მოქმედ საკონტროლო პუნქტში ჩაბარდა მოპატრულე ჯარისკაცებს“. ამავე ინფორმაციით ხსენებულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები