ერდოღანმა ლონდონში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი: „პარტია სირიზა, DHKP-C-ს, PKK/YPG-ს და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ -ს წევრების თავშესაფრის ცენტრად არის ქცეული“

1318388
ერდოღანმა ლონდონში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთში პარტია სირიზა, DHKP-C-ს, PKK/YPG-ს და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია  FETÖ -ს წევრების თავშესაფრის ცენტრად არის ქცეული.  ერდოღანმა, NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩასულ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა რა დროსაც დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირმა თურქეთი მარტოდ-მარტო დატოვა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ,  კირიაკოს მიცოტაკისთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება.  მან  განაცხადა, რომ მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. მეც მას ვუთხარი, რომ შენ,  როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, კავშირის სხვა ქვეყნებზე საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა განახორციელე, რომელიც შესაძლოა დადებით შედეგებს გამოიღებს. მიცოტაკისთან საუბროს დროს ორ ქვეყანას შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ჩვენი მოლოდინებიც მოვახსენე და ვუთხარი, რომ  თქვენი ქვეყნის პარტია, სირიზა DHKP-C-ს, PKK/YPG-ს და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია  FETÖ-ს წევრების თავშესაფრის ცენტრად არის ქცეული რა, ამ თვალსაზრისით თქვენგან შესაბამის რეაგირებას ველით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენთ, მაშინ ჩვენც დაგიჭერთ მხარს“, განაცხადა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები