ტრამპი: „თურქეთი ნატო-ს კარგი წევრია“

ტრამპი: „თურქეთი ნატო-ს კარგი წევრია“

1316848
ტრამპი: „თურქეთი ნატო-ს კარგი წევრია“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთი, ნატო-ს ძალიან კარგი წევრია. მან ამის შესახებ, ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან  გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. დონალდ ტრამპმა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გასულ კვირას, ნატო-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას „უპატივცემულობა“ უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა განცხადებების დროს თურქეთ-ნატო-ს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სირიის საზღვართან ჩვენი სამხედროების ყოფნის დროს და  ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს ლიდერის, ალ-ბაღდადის მიმართ ჩატარებული ოპერაციის დროს მათ ძალიან კარგი დახმარება გაგვიწიეს. თურქეთი ნატო-ს ძალიან კარგი წევრია“.

რაც შეეხება, ტრამპ-სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ თვით ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა თურქეთის შესახებ განცხადება და აღნიშნა, რომ ანკარამ, სირიაში ოპერაციები შეაჩერა და ახლა საჭიროა, კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას შეეცადონ.



მსგავსი ინფორმაციები