ერდოღანი: "ალბანეთში 500 საცხოვრებელს ავაშენებთ"

ერდოღანი: "ალბანეთში 500 საცხოვრებელს ავაშენებთ"

1314978
ერდოღანი: "ალბანეთში 500 საცხოვრებელს ავაშენებთ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ალბანეთში, სადაც 6,3 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, 500 სახლს აშენებენ.

ერდოღანი სტამბოლში მალთეფეში მარმარას უნივერსიტეტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის კომპლექსის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ერდოღანი შეეხო ალბანეთის ქალაქ დურესში მომხდარ მიწისძვრას და დასძინა: „ჩვენი თურქეთის საბინაო მართვის ადმინისტრაცია (TOKİ), როგორც მათი თურქი ძმები 500 სახლს ააშენებს“.

ერდოღანის თქმით, თურქეთიდან ჩასული გუნდი ამ ფარგლებში ყველაზე შესაფერის ადგილზე ჩაატარებს სამუშაოებს.

ალბანეთში 26 ნოემბერს მომხდარი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც ქალაქ დურესიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა, დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები