დღეს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა გაიმართება

ერდოღანი კატარში გაემგზავრა

1311938
დღეს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული პარტნიორობის პირველ შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად ამ ქვეყანაში ჩავიდა. პრეზიდენტი ერდოღანი  ვიზიტის ფარგლებში  კატარის ემირ, შეიხ თამინ ბინ ჰამად ალ სანის პირისპირ შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და სხვა საერთაშორისო საკითხები იქნება განხილული. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის უმაღლესი სტრატეგიული პარტნიორობის პირველ შეხვედრას, ორმხრივ ურთიერთობებს  და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავენ. თურქეთის პრეზიდენტმა კატარში ვიზიტის დროს შესაძლოა, თურქეთ-კატარის ერთობლივი ძალების სარდლობასაც ეწვიოს.



მსგავსი ინფორმაციები