ერდოღანი  დოლმაბახჩეს სასახლეში  უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ერდოღანი: „120 საათის განმავლობაში თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გაგრძელდება.

1290547
ერდოღანი  დოლმაბახჩეს სასახლეში  უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-სთან ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ მიღწეული  შეთანხმების ფარგლებში ანუ,  120 საათის განმავლობაში რეგიონში  შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ოპერაცია ხელმეორედ და უფრო მტკიცედ განახლდება. მან ამის შესახებ სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლეში  უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 3,6 მილიონი სირიელი აფარებს თავს მათ შორის 350 ათასი ტერ-ორგანიზაცია, PKK/YPG-ს  მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მკვიდრი ქურთები არიან. სირიის ჩრდილოეთში ჩამოსაყალიბებელი უსაფრთხო ზონით,  1-2 მილიონ სირიელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. ყველამ კარგად უნდა, იცოდეს, რომ თურქეთი მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი სიფრთხილით აწარმოებდა, ამ ოპერაციას რათა სამოქალაქოები არ დაზარალებულიყვნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები რეგიონში დარჩებიან, რათა იქ მშვიდობა დამყარდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ 30 ოქტომბერს, ჟენევაში სირიის კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად შეკრებილი დელეგაცია და აქ გადადგმული ნაბიჯები სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების თვალსაზრისით წარმატებული იქნება. ჩვენ იძულებული ვიყავით ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ჩაგვეტარებინა. ჩვენი გაფრთხილება PKK-YPG-ს მიმართ რომ გაეთვალისწინებინათ,   მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ გახდებოდა. იმ შემთხვეაში თუ 120 საათის განმავლობაში რეგიონში შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“  უფრო მტკიცედ გაგრძელდება,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები