ერდოღანი: „თურქეთის ეკონომიკა 2020 წლისთვის 5%-ით გაიზრდება“

ერდოღანი: „თურქეთის ეკონომიკა 2020 წლისთვის 5%-ით გაიზრდება“

1263928
ერდოღანი: „თურქეთის ეკონომიკა 2020 წლისთვის 5%-ით გაიზრდება“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის მათი ქვეყნის ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზი აქვთ. მან ამის შესახებ ქალაქ სივასში, ცენტრალური ანატოლიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ექსპორტის 36 მილიარდ დოლარიდან 170 მილიარდ დოლარამდის აყვანა გაიხსენა და დაამატა: „ჩვენი ქვეყნის 2023 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი 10 ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში შეყვანისთვის დასახული მიზნების მიხედვით ვმუშაობთ. ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. მიმდინარე წლისთვის 52 მილიონ ტურისტს ველოდებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ციფრია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,  დინამიკური და გლობალურ სისტემებზე ინტეგრირებული ყველაზე სწრაფად მზარდია. როგორც ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ინვესტიციების განმხორციელებელ ბიზნესმენებს, ასევე  ჩვენს ქვეყენაში ინვესტიციის განმხორციელებელ საერთაშორისო ინვესტორებს შესაბამის მხარდაჭერას ვუწევთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. თურქეთი როგორც სირიაში ასევე ერაყში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. ასევე ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩვენს უფლებებს ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ.“



მსგავსი ინფორმაციები