ერდოღანი ჟანდარმერიასა და სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო

ერდოღანი ჟანდარმერიასა და სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო

1257687
ერდოღანი ჟანდარმერიასა და სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ტერორის დიდი ნაწილი ამოძირკვეს. მან ამის შესახებ გუშინ ანკარაში, ჟანდარმერიასა და სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „რეტორის დერეფნის დასავლური ფრთა გავტეხეთ. იმ შემთხვევაში თუ აღმოსავლეთის ფრთასაც გავტეხავთ, ეს ჩვენი დიდი წარმატება და მტრების მარცხი იქნება.  საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან. ანალოგიურის გაკეთებას ვაპირებ ამერიკის პრეზიდენტთანაც. ნურავის დაავიწყდება, რომ თურქეთი მაგიდასთან არის  და ყველა პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ცდილობს. რაც შეეხება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი ოთხი გემი შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ. ჩვენ,  ჩრდილოეთ კვიპროსელი თანამემამულეების უფლებებს ყველა პლატფორმაზე დავიცავთ,“ განაცხადა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები